მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპარტნიორო ფონდი, როგორც კაპიტალის წყარო, შესანარჩუნებელია“ - თურნავა

6030e6dd032bd
ელენე გოგბერაშვილი
20.02.21 14:37
1303
უკვე მესამე წელია მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის – მთავრობისთვის გადაცემა. ამ ეტაპზე "საპარტნიორო ფონდს" ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა ისევ შეზღუდული აქვს.

საქმე იმაშია, რომ საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პირობების ერთ-ერთი პუნქტით, უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, ფონდს სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე უნდა დაეყვანა. "საპარტნიორო ფონდის" რეფორმირება გასული წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ვადამ გადაიწია.


ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, საპარტნიორო ფონდის ახალი მანდატი ანუ ფონდის სახეცვლილი სტრატეგია გაზაფხულისთვის იქნება მზად. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. 

„გაზაფხულზე გვექნება სტრატეგია. თვითონ „საპარტნიორო ფონდი“, როგორც კაპიტალის წყარო, ასეთი ტიპის მხარდამჭერი ინსტრუმენტი, რომელიც არამარტო სესხს უჭერს მხარს, არამედ კაპიტალის წყაროც არის, ექვითის წყაროც არის ბიზნესისთვის, არის საინტერესო და შესანარჩუნებელი.განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, როცა ყველანაირი ტიპის დაფინანსების დეფიციტი იქნება და სახელმწიფომ ფართოდ და დივერსიფიცირებულად უნდა გაშალოს თავისი პროგრამები და მხარდაჭერის ინსტრუმენტები“-აცხადებს ნათია თურნავა.