06.ნოემბერი .2019 14:35

საპარტნიორო ფონდი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანს" ყიდის, საწყისი ფასი $37 მილიონია

views 610
უკან

„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს აცხადებს.

„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი $37,565,408 აშშ დოლარია. 

აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს დღეიდან შეეძლებაათ  ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, აუქციონის ნომერი: 117207, ლოტი: #633595.  

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156,600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე  მიწის ნაკვეთი - 234,425 კვ.მ,   მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების  შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.

შეგახსენებთ: საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილი ყაზახებისგან 2018 წლის ივნისში გამოისყიდა; რამდენიმე თვით ადრე - გასული წლის მაისში კი, Rixos, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა და სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, სს “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა” 2018 წელი 4.5-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა