26.ივნისი .2020 19:00

საპარტნიორო ფონდის მდგომარეობა არ არის სახარბიელო - პრემიერი

views 563
უკან

საპარტნიორო ფონდი მართლაც საჭიროებს რეფორმირებას-ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვას, რომელიც ფონდის რეფორმირების პროცესის მიმდინარეობას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრისა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს შორის შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

„ფონდი მართლა საჭიროებს რეფორმირებას. ფონდის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ეს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი დაემთხვა ამას ყველაფერს. ველოდებით ანტიკრიზისულ გრძელვადიან გეგმას, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ე.წ ექვითის (ფინანსური რესურსის) მიმწოდებელი რაღაც ინსტრუმენტი ქვეყანაში გვჭირდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საპარტნიორო ფონდის მსგავსი ინსტიტუტი და ინსტრუმენტი. დრო უნდა ცოტა ამას კიდევ“-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია პირობების მიხედვით, საპარტნიორო ფონდს უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე აქვს შეზღუდული. პროგრამის ერთ-ერთი პუნქტში ხაზგასმით წერია, რომ “საპარტნიორო ფონდი არ მოახდენს ახალ პროექტებში შესვლას და არ მოახდენს ახალი ვალდებულებების აღებას".

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ, თემის კომენტირებისას ცოტა ხნის წინ bm.ge-ს განუცხადა, რომ ზომების გამკაცრება, რაც IMF-მა მოითხოვა, თავად ფონდის თხოვნა იყო. რაც შეეხება რეფორმირების პროცესს, საგანელიძე აცხადებდა, რომ პროცესი პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი სტრუქტურები აღნიშნული საკითხისთვისაც მოიცლიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა