23.დეკემბერი .2019 16:26

საპარტნიორო ფონდის რეფორმირება იწყება - "გაზაფხულისთვის ახალი სტრატეგია უნდა გვქონდეს"

views 489
უკან

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, გაზაფხულისთვის "საპარტნიორო ფონდის" ახალი მანდატი ანუ სახეცვლილი ფორმის სტრატეგია უნდა იყოს მზად.

თურნავას თქმით, იცვლება ეკონომიკა, იცვლება პრიორიტეტები, სტრატეგია და საპარტნიორო ფონდი, როგორც ინსტიტუცია, შემდგომ განვითარებას საჭიროებს.

„საპარტნიორო ფონდმა", რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს საქართველოში, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; 2 მლრდ-ზე მეტი საერთო ღირებულების პროექტები განახორციელა, ფაქტობრივად, თავისი მონაწილეობით და დახმარებით, ასევე ინვესტორებთან მუშაობით. 1 დოლარი, რომელიც ჩადეს სახელმწიფომ და "საპარტნიორო ფონდმა", მისი მეშვეობით 7 დოლარის ინვესტიცია იქნა მოზიდული, ეს არის ძალიან კარგი შედეგი, თუმცა იცვლება ეკონომიკა, იცვლება პრიორიტეტები, სტრატეგია და, რა თქმა უნდა, "საპარტნიორო ფონდი", როგორც ინსტიტუცია, შემდგომ განვითარებას საჭიროებს. ჩვენ ვმუშაობთ "საპარტნირიორო ფონდის" ძალიან პროფესიონალ გუნდთან ერთად მის ახალ მანდატზე, ახალ, სახეცვლილ, უფრო ეფექტურ ფორმაზე და გაზაფხულამდე უნდა გვქონდეს ეს სტრატეგია მზად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.