“საპარტნიორო ფონდმა” 2015 წელს შვეიცარიული ბანკისგან, Credit Suisse-ისგან 150 მილიონი დოლარი ისესხა. რამდენიმე დღის წინ, ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კრედიტის პირობები საკმაოდ მძიმე იყო და მისი განაკვეთი 7.8%-ს შეადგენდა.
საგანელიძის განმარტებით, ფონდს ამ სესხის ძირის და პროცენტის 90%-ზე მეტი უკვე გადახდილი აქვს, თუმცა დარჩენილი თანხის მომსახურებისთვის ფონდს შესაბამისი ფინანსური რესურსები არ ჰქონდა, რის გამოც სესხი ერთ-ერთი ლუქსემბურგული ბანკიდან მოზიდული კრედიტით გადაფარა.
საგანელიძის თქმით, ფონდმა თავის დროზე შვეიცარული ბანკიდან მოზიდული კრედიტით გარდაბანში ახალი თბოსადგურის მშენებლობა დააფინანსა, თანხის ნაწილი კი ისრაელის კომპანია Elbit-თან ერთად შექმნილ ერთობლივ საწარმოში ჩადო.
“საპარტნიორო ფონდმა 2015 წელს აიღო $150 მილიონი დოლარის კრედიტი კრედიტ სუსისისგან, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა საფინანსო ინსტიტუტებს შორის. საკმაოდ მძიმე პირობებით, იმიტომ რომ მაშინ საპროცენტო განაკვეთები მაღალი იყო, ეს თანხა ძირითადად მოხმარდა ორ პროექტს. ერთია გარდაბნის თბოსადგურის პროექტი, რომელშიც ფონდის მიერ ჩადებული იყო საკმაოდ დიდი ინვესტიცია და მეორე იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და წარმატებული პროექტი, რაც ფონდს განუხორციელებია, ესაა ისრაელის კომპანია Elbit-თან ერთად შექმნილი ავია ნაწილების საწარმო, რომელიც Boeing-ისა და Airbus-ის დეტალებს ამზადებს. 200-ზე მეტი დასახელების დეტალს ამზადებს ის უმაღლესი ტექნოლოგიით. ეს თანხები ძირითადად ჩაიდო ამ ორ საწარმოში.
შესაბამისად, მასზე დარიცხული პროცენტებით ჩვენ უკვე გადავიხადეთ ძირი, პროცენტის ნახევარი და პროცენტის მეორე ნახევარი, რაც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში. ამ წუთში ჩავთვალეთ რომ მომსახურებისთვის სხვა აქტივები არ გაგვეყიდა და რესურსიც ყოველთვის მწირია, ბუნებრივია ფონდი არ ვართ ისე, რომ გვქონდეს ყოველთვის დიდი თანხა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
მთლიანი თანხის ძირიან პროცენტიანად დაახლოებით 90% უკვე დაფარული გვაქვს. ხოლო 10% ბევრად უკეთესი პირობებით ერთ-ერთი ლუქსემბურგის ბანკიდან გადავფარეთ და შესაბამისად, ორწლიანი პერიოდი გვაქვს, რომ ის დავფაროთ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართულ ბანკებთანაც ვმუშაობთ, როდესაც ქართული ბანკების კრედიტებს ვიღებთ და ვფარავთ,”- აცხადებს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი.
სავარაუდოდ, სწორედ ამ ფინანსური ოპერაციის შესახებ წერს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ფისკალური რისკების დოკუმენტში. სამინისტრო აცხადებს, რომ ფონდს შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის წინაშე არსებული სესხი გადაავადა, რადგანაც მისი გასტუმრებისთვის საჭირო რესურსები არ გააჩნდა.
“2021 წლის სექტემბერში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება Credit Suisse-ს მიმართ დარჩენილი სესხის რეფინანსირების შესახებ, რადგან ფონდს არ გააჩნდა საკმარისი სახსრები სესხის დასაფარად. ფონდმა მთავრობის გარანტიის გარეშე შეძლო მოეზიდა 32 მილიონი ევრო 2 წლის ვადით,”- წერია ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში.
პარალელურად, მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" რეფორმირების პროექტზე მუშაობს. ფონდის დაფინანსების საბოლოო სქემა ჯერჯერობით შემუშავებული არაა, თუმცა ერთ-ერთ ალტერნატივად მისი რეგულარულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანაც განიხილება, რასაც დავით საგანელიძე არ ეთანხმება. რეფორმირების პროცესში ფონდს სახელი შეეცვლება და მას "საქართველოს განვითარების ფონდი" ეწოდება.
“საპარტნიორო ფონდი”, რომელიც მასში შემავალი ზარალიანი საწარმოების გამო, წლიდან წლამდე მრავალმილიონიან ზარალზეა, რეფორმირდება. ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ის რეფორმის აუცილებლობაზე ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საუბრობდა და სწორედ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაითვალისწინა მისი მოწოდება და ფონდში ცვლილებების გატარებას დათანხდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება