„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის ექსპორტის დაზღვევის უმსხვილესი კორპორაცია Sinosure-ის დელეგაცია ეწვია.
ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციას Sinosure-ის ვიცე პრეზიდენტი კუო სინშუანი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში Sinosure-ის დელეგაციის წევრები ფონდის მენეჯმენტს შეხვდნენ და საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით, პეკინში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ ისაუბრეს.
მხარეები საინვესტიციო პროექტების ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავების შესახებ შეთანხმდნენ.
ჩინეთის მხარე მზად არის საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა უზრუნველყოს.
„საპარტნიორო ფონდი" და Sinosure-ი ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ.
ასევე, ერთობლივად იმუშავებენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ შეხვედრაზე Sinosure-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და ის რეიტინგები გააცნო, რომელთა მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ბაზარზე უპირატეს პოზიციებს იკავებს. თავის მხრივ, კორპორაცია Sinosure-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა კუო სინშუანმა განაცხადა, რომ რეგიონში „საპარტნიორო ფონდის" სახით, მათ საიმედო და მყარი დასაყრდენი ჰყავთ.
Sinosure-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ასევე, ისეთ სფეროებში თანამშრომლობაზე, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, სასარგებლო წიაღისეული, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა ტრანსპორტი და ვაჭრობა.
შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია Sinosure-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 2017 წლის 21 სექტემბერს, პეკინში შედგა.
Sinosure-ის შესახებ: Sinosure-ი არის ჩინეთის ექსპორტის წახალისებისა და ინვესტიციების დაზღვევის ერთადერთი სახელმწიფო კომპანია, რომელიც თავისი მოცულობით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია. მისი თქმით, Sinosure-ს ამჟამად ქვეყნის გარეთ დაზღვეული აქვს დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარამდე. ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კომპანია Sinosure-ი არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს. კორპორაცია 2001 წელს შეიქმნა. ამჟამად, მას ოპერაციების ფართო ქსელი აქვს. საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, კორპორაცია აზღვევს ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ კოოპერაციას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდოს ზრდას. ჩინური კომპანიები საზღვარგარეთ ინვესტიციებს, მხოლოდ Sinosure-თან კონსულტაციისა და თანხმობის შემდეგ ახორციელებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ