პირველ რიგში, როგორც პრემიერმა გააჟღერა, ქვეყანაში უნდა განვითარდეს საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართულება და კერძო სადაზღვევო კომპანიები, - ამის შესახებ საპატრიარქოს წმ. ილია და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ვეფხია ოდიშარიამ პრემიერთან და მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კლინიკის ხელმძღვანელმა მთავრობის წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა დიდ საქმეს აკეთებს და აკეთებდა.
„იყო საუბარი, რომ მასში იყოს ცვლილებები, რომლებიც ზოგიერთი მიმართულებისთვის ძალიან მტკივნეულად აისახა და იყო შესაბამისი შეკითხვები. მე ჩამოწერილი მაქვს რამდენი საკითხი იყო განხილული და გავედით იმ თემაზე, რომ შეხვედრები გაგრძელდება და დარგის გადასარჩენად და წინ წასასვლელად გადაიდგმება ყველა ნაბიჯი... ჩვენთვის, პირველ რიგში, ამოსავალი წერტილი არის პაციენტი და მერე სხვა დანარჩენი“, - ამბობს ვეფხია ოდიშარია.
მისი შეფასებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის სფერო მოგებაზე არ მუშაობს, საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა, რაც კერძო სამედიცინო დარგის მართვას ართულებს.
„მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 64%-დან 74%-მდე სამედიცინო დაწესებულებები არ არიან მოგებაზე ორიენტირებული, ორიენტირებულები არიან განვითარებისთვის და ახალი სერვისების შექმნისთვის. საქართველოში 2%-ზე მეტი არ არის ე.წ. არაიურიდიული პირი, ყველა არის შპს, შესაბამისად, ამ დარგის ასე მართვა რთულია. პირველ რიგში, როგორც პრემიერმა გააჟღერა ქვეყანაში უნდა განვითარდეს საყოველთაო მიზანმიმართულება და კერძო სადაზღვევო კომპანიები, ამოსავალი წერტილი არის დიალოგი და ის მონაპოვარი, რაც მოიპოვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ იქნას შენარჩუნებული და განვითარებული“, - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი.
ასევე, ვეფხია ოდიშარიამ განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით მათაც ჰქონდათ პრობლემები, თუმცა ამ საკითხების დარეგულირება შესაძლებელია.
„520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ტარიფების გადახედვაზე იყო საუბარი, მაგრამ საუბარი იყო იმაზეც, რომ ჯანდაცვის დარგები განვითარდეს და მოსახლეობისთვის ჯანდაცვა იყოს განვითარებული;
მედიცინაში ყველა საკითხი არის პრობლემური. მედიცინა არ არის მათემატიკა ორჯერ ორი ოთხი. მე როგორც საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს, ტარიფების თემასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკას ეს რამდენიმე დარგში შეეხო, რეგულირებადია და მთავარი არის ის, რომ ყველაფერი გაკეთდება რომ ეს იყოს გადალახული“, - ამბობს საპატრიარქოს იოაკიმეს და ანას სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის წარმომადგენლები კლინიკების 100-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ესწრებოდნენ. კლინიკებთან შეხვედრის შემდეგ არც მინისტრებმა და არც პრემიერმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის