მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო აქტივების ზომა 1.37 მლრდ ლარია - რა საპროცენტო სარგებელი დაერიცხა დანაზოგებს?

6074173cf3b92
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.21 13:52
1491
საქართველოს 1,137,380 მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაშია ჩართული, რომლის ოპერატორიც სახელმწიფო საპენსიო სააგენტოა. 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში უკვე 1.37 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის დაგროვებულ აქტივებს 10.7%-იანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ამასთან, 2019 წლის პირველი იანვრის ანუ სისტემის ამოქმედების შემდგომ, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს 140 მილიონი ლარის საპროცენტო სარგებელი დაერიცხა. 

"საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765 -მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323 ბენეფიციარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით 321, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო დაგროვებული პენსიით ისარგებლა 1-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.

სულ მონაწილე - 1,137,380- ია, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას," - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.