24.იანვარი .2022 21:50

საპენსიო დანაზოგები 2 მილიარდ ლარს ასცდა

საპენსიო დანაზოგები 2 მილიარდ ლარს ასცდა
views 1245
უკან

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ  2,046,000,000 ლარს მიაღწია. საპენსიო ფონდის მიერ საქმიანობის დაწყებიდან 2 წლისა და 1 თვის განმავლობაში ფონდმა 2 მილიარდი ლარის დაგროვება შეძლო.

2 მილიარდი ლარი არის 1,2 მილიონი ადამიანის მიერ დაგროვებული საპენსიო დანაზოგის ძირი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. 2021 წლის ბოლოსთვის ფონდში არსებულ აქტივებს საშუალოდ 11%-იანი სარგებელი ერიცხებოდა.

ამჟამად საპენსიო დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული. საპენსიო სააგენტო ინვესტირებას სხვა ფასიან ქაღალდებშიც გეგმავს, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით ფონდს ტრანზაქციები არ განუხორციელებია. აქტივების 100% ლარშია ნომინირებული.