მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო დანაზოგების დაბრუნება, გადასახადების გადავადება - რა წერია ევროპული საქართველოს გეგმაში?

5e7df6b330677
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.20 20:00
3407
პოლიტიკურმა პარტიამ “ევროპული საქართველო” კორონავირუსისა და ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ, სპეციალური ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა. პარტიის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ არსებულ ვითარებაში მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, რათა პანდემიის ეკონომიკური ზარალის მინიმიზაცია მოხდეს. ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, მომდევნო 4 თვის განმავლობაში საშემოსავალო გადასახადი შემცირდეს, ასევე 25%-ით შემცირდეს აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. პარტია სახელმწიფოს მოქალაქეთათვის სოციალური ვაუჩერების დარიგებისკენ მოუწოდებს. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც პარტიას აქვს, მოქალაქეებისთვის საპენსიო დანაზოგების უკან დაბრუნებაა.

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, საკვანძოა რომ სახელმწიფომ დროულად გაუმართოს ხელი მათ ვინც სამსახური დაკარგა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ან ხელფასი შეუმცირდა - მათ მომდევნო 8 თვის განმავლობაში დანაკლისის 50% უნდა ავუნაზღაუროთ.

მომავალი 4 თვის მანძილზე საშემოსავლო გადასახადის შემცირება, ხოლო შემდეგი 4 თვის განმავლობაში განახევრება, 2020 წელს ქონების გადასახადის განულება და ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25%-ით შემცირება, მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქესა და ბიზნესს და ასევე ხელს შეუშლის ფასების დრამატულ ზრდას.

საპენსიო ფონდში უკვე დაგროვილი თანხის დასაქმებულებისთვის და მეწარმეებისთვის სრულად გადაცემით კერძო სექტორი მიიღებს 650 მლნ-ს:
  • 960 000 ადამიანი დაიბრუნებს 474 მლნ ლარს. ყოველი დასაქმებული - სულ მცირე 493 ლარს; 
  • მეწარმეები დაიბრუნებენ 175 მლნ ლარს. ყოველი დამსაქმებელი ყოველ დასაქმებულზე მიიღებს სულ მცირე 223 ლარს 
საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება დასაქმებულებს და მეწარმეებს დაუტოვებს დამატებით 191.3 მლნ ლარს.
აქედან:
  • დასაქმებულებს 108.2 მლნ ლარი; 
  • მეწარმეებს 83.1 მლნ ლარი. 
დამატებით, ბიუჯეტის დანაზოგი იქნება 133 მლნ ლარი

120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი ყველა ოჯახს, ვისი შემოსავლებიც არ აღემატება 40 ათას ლარს

სახელმწიფო ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს შემდეგი კატეგორიების ოჯახებს:
  • სოციალურად დაუცველები; 
  • თვითდასაქმებულები, რომელთა ოჯახური წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს; 
  • პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახში, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს. 
დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაცვლად, „Sales Tax”–ის შემოღება,
რაც ნიშნავს დღგ-ს გადახდის ვალდებულებას რეალიზაციიდან გამომდინარე, ნაცვლად იმპორტირებისას გადახდისა

ფინანსური და სავალუტო სტაბილურობისთვის სამიზნედ 2 მლრდ დოლარის მოზიდვა:
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, 
  • მსოფლიო ბანკიდან, 
  • EBRD-დან, 
  • აზიის განვითარების ბანკიდან, 
  • სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან 
საფინანსო და საბანკო სექტორისთვის:
  • 200 000 ლარამდე სესხზე შეზღუდვების გაუქმება; 
  • შემოსავლის დადასტურების შესახებ რეგულაციის გაუქმება; 
  • ერ.ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის შეზღუდვა; 
  • კაპიტალის მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება; 
  • ლარის სარეზერვო მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება; 
  • დოლარში სარეზერვო მოთხოვნის გაუქმება; 
  • საბიუჯეტო დეფიციტის არსებულ დონეზე შენარჩუნება. 
მომდევნო 8 თვის დამატებითი ღონისძიებები:

ადმინისტრაციული ჯარიმების საურავის გაუქმება;
საფოსტო გზავნილებზე 300 ლარიანი ლიმიტის გაუქმება

გეგმის განხორციელების ღირებულება:
  • უმუშევრობის დანაკლისის ანაზღაურება: 2.49 მლრდ ლარი 
  • საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, განახევრება კიდევ შემდეგი 4 თვით: 1.85 მლრდ ლარი; 
  • ქონების გადასახადის განულება: 390 მლნ ლარი; 
  • ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება: 150 მლნ ლარი; 
  • 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი ყველა ოჯახს: 130 მლნ ლარი; 
  • 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება: 220 მლნ ლარი; 
ჯამი: 5.23 მლრდ ლარი

კრიზისთან ბრძოლის გეგმის დაფინანსების წყარო:

საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის 8 თვით შეჩერება: 1.82 მლრდ ლარი;
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული 1.1 მლრდ დოლარი