მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო დანაზოგების კრიპტოაქტივებში შენახვა ძალზე სარისკოა - იელენი

62a6d7d12dd87
გიორგი არონია
13.06.22 10:50
672
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის ჯენეტ იელენის აზრით, საპენსიო დანაზოგების კრიპტოაქტივებში შენახვა ძალიან სარისკოა.

„ეს არ არის ის, რასაც პენსიაზე გამსვლელ ადამიანთა უმრავლესობას ვურჩევდი" – აღნიშნა იელენმა The New York Times-ის ღონისძიებაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა – "ჩემთვის, ეს ძალზე სარისკო ინვესტიციაა“.

პარალელურად, ჯენეტ იელენმა კონგრესს პოტენციური საფრთხის აღმოფხვრისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაარეგულიროს, თუ რომელი აქტივები შევა 401(k)-გეგმის მსგავს საგადასახადო წახალისების მქონე ფინანსურ ინსტრუმენტებში. „არ ვამბობ, რომ ამის რეკომენდაციას გავცემ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ლოგიკური იქნებოდა“, – განაცხადა იელენმა.