მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი - გიორგი გახარია

5ece74ceafe00
ინგა მურუსიძე
27.05.20 18:31
945
საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპენსიო დანაზოგების მიმდინარე პერიოდში მოსახლეობისთვის უკან დაბრუნებას შეეხებოდა. 

პრემიერის აზრით, უპასუხისმგებლობა და არასწორია მოწოდება იმის შესახებ, რომ ეს თანხა ახლა დაიხარჯოს. გახარიას განცხადებით, მსგავსი "სისულელე არც ერთ ქვეყანაში არ თქმულა და არც გაკეთებულა".

"საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი, ვერასოდეს ვერავინ ამ ფონდს ვერ შეეხება. ამ ქვეყანაში ეს უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი. ამ ქვეყანას არ აქვს ის რესურსი, რომ რეზერვები დააგროვოს ათობით მილიონი, რომელიც იქნება გარანტია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, მსგავსი ტურბურენტული კრიზისების დროს ელემენტარული დაცულობა ჰქონდეთ. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს, მაგალითად ის, ნებაყოფლობითი უნდა იყოს თუ არა. კანონი მიღებულია ამ პარლამენტის მიერ და ფონდში დაგროვილია 772 მლნ ლარი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როცა ეს ფული არ გვჭირდება", - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ოპიზიცია ახლა მოქალაქეებს პოპულისტურად ეუბნება, რომ მთავრობას აქვს თქვენი ფული და არ ხარჯავსო და არ გაძლევთ, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრად დარჩითო.

"როცა ადამიანები პენსიაში გავლენ, ქვეყანას სხვა რეზერვი არ აქვს. ახლა არის კრიზისი, რომლის სიღრმესაც ვერ ვაფასებთ, არ ვიცით რა იქნება სამ თვეში, 6 თვეში და ახლა მეუბნებით, რომ გამოვიტანო ეს ფული და დავხარჯო", - მიმართა გახარიამ ოპოზიციას.