მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები 0.96%-ია

62f26a314ec75
გიორგი თოლორდავა
09.08.22 18:41
1620
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0.96% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის აშშ დოლარის შესყიდვა თვიდან დაიწყო და 31 ივლისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.2% აშშ დოლარშია განთავსებული, ხოლო 81.8% - ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 5.0% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 8.4% - ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 7.7% - აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.4% - გლობალურ აქციებში, 0.9% - ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 68.6%-ია განთავსებული.

ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.514 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით კი, ივლისის თვის მდგომარეობით 2,267-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაცემულმა თანხამ 5.07 მილიონი ლარი შეადგინა.