საქართველოს საპენსიო ფონდი მოქალაქეების მიერ ყოველთვიურად შეტანილ საპენსიო შენატანებს საპროცენტო სარგებელს არიცხავს. ფონდში ამ დროისთვის 2.43 მილიარდი ლარია აკუმულირებული, საიდანაც წლების მანძილზე სარგებლის სახით დარიცხული თანხა 336 მილიონი ლარია, თუმცა გაზრდილი ინფლაციის ფონზე, რეალური ამონაგების მოცულობა იკლებს, რადგანაც ინფლაციასა და საპროცენტო სარგებელს შორის სხვაობა მცირდება.
საპენსიო სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ივნისში ფონდის რეალურმა ამონაგებმა, დათვლილმა ფონდის შექმნიდან დღემდე 0.22% შეადგინა.
ამჟამად საპენსიო სისტემაში 1,292,000 ადამიანია გაწევრიანებული. საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დღემდე დაგროვებითი პენსიით სულ 2,053-მა ადამიანმა ისარგებლა, რომლებმაც ჯამში 4.3 მილიონი ლარის პენსიები აიღეს.
საპენსიო ფონდის აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი ამჟამად ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატშია ინვესტირებული, რაც აქტივების 65%-ს შეადგენს. ქართული ბანკების მიმდინარე ანგარიშებზე აქტივების 16%, გლობალურ საფონდო ინდექსებში კი აქტივების 9.5%-ია ჩადებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე