24.აპრილი .2020 16:14

"საპენსიო ფონდისთვის ხელის ხლება დღეს იქნებოდა უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯი"

views 1025
უკან

„საპენსიო ფონდის ხელის ხლება დღეს იქნებოდა უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯი“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას საპენსიო შენატანების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ოპოზიციის კრიტიკა უმეტესად პოპულისტური ხასიათიასაა, რისი გათვალისწინებაც ვერ მოხდება.

„საპენსიო ფონდის ხელის ხლება დღეს იქნებოდა უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯი მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება, როგორ იქნება დახარჯული ან ბიუჯეტის შემცირება რომელ პროექტებს შეეხო, ძალიან კარგად იციან მათ, რომ კრიზისული ბიუჯეტის წარდგენის დრო არის მაისი და ეს ბიუჯეტი ვერ აუვლის გვერდს პარლამენტში განხილვებს და ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება განხილული. სამწუხაროდ პოპულისტური მოქმედებებია, თუმცა სადმე კრიტიკის ჯანსაღ, საგნობრივ ნაწილს თუ დავინახავთ ჩვენ ამას ყველაფერს ვიყენებთ.

მერწმუნეთ, ჩვენს სოციალურ- ეკონომიკურ გუნდს ბევრი მსჯელობა აქვს საინვესტიციო საბჭოს ფარგლებში, ექსპერტებიც ბევრჯერ მოვიწვიეთ, ბევრს ვესაუბრებით, ბევრი ოპოზოციურად განწყობილი ექსპერტიც გვიგზავნის მის მიერვე დამუშავებულ ინფორმაციას, ბევრი სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტიც. ვკითხულობთ და ვაკვირდებით საუკეთესო პრაქტიკებს, რომლითაც ხდება გახსნის ტაქტიკა ევროპაში და სხვა ქვეყნებში. არცერთი ნაბიჯი საქართველოს მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის დაწყებიდან თვითნებულად არ გადაუდგამს. ყველა ნაბიჯი იყო ხანგრძლივი განხილვების შედეგი. იქ, სადაც კრიტიკა მისაღებია მივიღებთ, სადაც არა არ მივიღებთ“ - განაცხადა გახარიამ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა