მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდს 318 მილიონი ლარის საპროცენტო სარგებელი დაერიცხა

624ec4c3c3c89
BM.GE
07.04.22 16:12
9638
დღეს საქართველოს საპენსიო სააგენტომ საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით საპენსიო აქტივების მოცულობის ზრდას და მასზე დარიცხულ სარგებელს ასახავს.

არსებული მდგომარეობით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 2.22 მილიარდი ლარი, საიდანაც 1.9 მილიარდი მოქალაქეთა მიერ განხორციელებული შენატანებია, 318 მილიონი ლარი კი მასზე დარიცხული სარგებელია.

მთალიანობაში ფონდი 1,265,000 მოქალაქის საპენსიო დანაზოგებს აერთიანებს.

ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 3.15% შეადგინა.

როგორც მარტის თვის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საპენსიო სააგენტომ პორტფელის სავალუტო დივერსიფიცირება დაიწყო. აქამდე აქტივების 100% ლარში იყო განთავსებული, ხოლო 2021 წლის მარტში მას დოლარიც შეემატა. ამჟამად ფონდის 4.2% ანუ 93.5 მილიონი ლარი ($30 მლნ) დოლარში არის ინვესტირებული.

საპენსიო სააგენტოს პორტფელი ასე ნაწილდება: