მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდში უკვე 1.3 მილიარდი ლარია

601d2cd6dcd40
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.21 15:34
895
სახელმწიფო საპენსიო სქემაში ჩართული 1 მილიონი ადამიანის დანაზოგი უკვე 1,3 მილიარდ ლარს შეადგენს. 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ თანხიდან 116 მილიონი ლარი საპენსიო შენატანებზე უკვე დარიცხული საპროცენტო სარეგებლია. 

"2021 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%. საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერთიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624 -მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

საპენსიო სააგენტოს თანახმად, მოქალაქეთა დანაზოგებს საშუალოდ 10.9%-იანი სარგებელი ერიცხება. 

საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვარში ამოქმედდა, მასში ჯამურად 1.1 მილიონი მოქალაქე არის ჩართული, რომელთა ყოველთვიური ხელფასის 6% (2% საშემოსავლო გადასახადიდან; 2% დასაქმებულისგან; 2% დამსაქმებლისგან) საპენსიო ფონდში ირიცხება.