მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპენსიო გასაცემლების ტენდერის პირობებს დეტალურად ვიცნობთ“ - არჩილ გაჩეჩილაძე

6256709a70a46
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.22 10:41
966
„დეტალურად ვიცნობთ ტენდერის პირობებს“ - ასე უპასუხა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა "საქართველოს ბანკის" საპენსიო გასაცემლების ტენდერში მონაწილეობის მიღებას.

სოციალური მომსახურების სააგენტომ საპენსიო და სოციალური გასაცემლების სერვისის პროვაიდერი ბანკის შესარჩევად ახალი ტენდერი გუშინ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 მილიონი ლარია და ის ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე იქნება.

არსებული ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის ინტერესს „საქართველოს ბანკიც“ გამოთქვამდა, თუმცა დღეს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზუსტი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„კომენტარს ვერ გავაკეთებ. დეტალურად ვიცნობთ ტენდერის პირობებს, მნიშვნელოვანი განხილვები გვაქვს“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.