მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო ბიზნესმედიის წარმომადგენლებს შეხვდა

6479b3f86fd92
BM.GE
02.06.23 13:14
463
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს ბიზნესმედიასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ტრადიციული Შეხვედრების ფორმატში, საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესი, საინვესტიციო შედეგები და სამომავლო გეგმები.

გოგა მელიქიძემ მედიას დეტალურად გაუზიარა ინვესტირების ინსტრუმენტები, კანინით გათვალისწინებული პროცედურები და რისკიანობის პორტფელები, რომლებიც 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდება. ესაუბრა არსებული აქტივების კლასებზე და პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე.

Მედია შეხვედრაზე ბიზნესმედიის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები, რომლებზეც გოგა მელიქიძემ ვიზუალური მასალის დეტალური აღწერით მიაწოდა ინფორმაცია.

Მსგავსს შეხვედრებს საპენსიო სააგენტო ინტენსიურად ატარებს და ამ გზით მოქალაქეთა ინფორმირებას ცდილობს. Დაგეგმილია, არაერთი მსგავსი გაფართოებული შეხვედრა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფისთვის.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები უკვე გაიმართა ბიზნესსექტორის და ექსპერტების ინფორმირებისთვის.