მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო: დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება

5daa062336699
BM.GE
18.10.19 23:15
885
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 911, 897 ადამიანია ჩართული. ჯამური მაჩვენებლიდან კი, კერძო სექტორის დასაქმებულების რიცხვი 737, 254 ათასი ადამიანია, ხოლო სახელმწიფო სექტორის - 211, 842 ათასი.

როგორც BM.GE-ის საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, დაგროვებითი საპენსიო სქემა ჯამში 162, 103-მა დასაქმებულმა დატოვა. სქემაში ჩართული კერძო კომპანიების რიცხვი კი, 58, 811 ათასია.

ფონდის ღირებულება სარგებლის ჩათვლით 385, 512, 760 მილიონი ლარია, დარიცხული სარგებელი კი, 9 მილიონს აჭარბებს. ლევან სურგულაძის განცხადებით, ფონდის საერთო მოცულობა 419, 929, 602 მილიონ ლარს შეადგენს.