12.მარტი .2020 21:42

საპენსიო სააგენტო დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

views 643
უკან

მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინებით სსიპ საპენსიო სააგენტო დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

"იმისათვის, რომ მოქალაქეთა მისაღებში შევზღუდოთ მოქალაქეთა მომართვიანობის ნაკადი, მოგიწოდებთ პირველყოვლისა დაგვიკავშირდეთ საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზზე 1480 და მოგვმართოთ მეილზე info@pensions.ge. კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ასევე საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა