მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო: ვინც სქემიდან გავიდა, ალბათ ისინი, რეფორმის სიკეთეში ვერ დავარწმუნეთ

5da9bf454923d
ლიკა გურაბანიძე
18.10.19 20:00
1038
„50%, ვისაც სისტემიდან გასვლა შეეძლო, გავიდნენ იმიტომ, რომ ალბათ, სამწუხაროდ, სააგენტომ ვერ მოახერხა ყველას ინფორმირება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს რეფორმა როგორც პირადად მათთვის და ასევე ქვეყნის ეკონომიკისათვის, რომელსაც მოაქვს სიკეთე თითოეული მოქალაქისთვის” - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სურგულაძის თქმით, სააგენტო ადამიანების უკეთ ინფორმირებას მომავალში შეძლებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებითვე, საპენსიო რეფორმაში თვითდასაქმებულების რაოდენობა გარკვეული დროის შემდეგ  10%-ზე მეტი იქნება.

ცნობისთვის: 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანდა 911 897 მონაწილე. მისი თქმით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული ადამიანებიდან, კერძო სექტორში დასაქმებული იყო 737 254, ხოლო საჯარო სექტორში - 211 842 ადამიანი.