მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილს 3 კომპანია გამოთქვამს

5dcb9eb70542f
თელარა გელანტია
13.11.19 10:15
910
საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს.

საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები გაიხსნა.

კონკურში  KPMG Georgia, “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი” (PWC) და "დელოიტი და ტუში"(Deloitte) მონაწილეობს.

სხდომაზე ითქვა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადები კომისიის შემდეგ სხდომაზე გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს. როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგიმ“-მ განახორციელა.