მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვინაობა მაქსიმუმ 1 თვეში გახდება ცნობილი

5e4520209a422
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.20 15:05
1196
BMG-ის საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, რომ სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა უკვე შერჩეულია. 

მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უფლება-მოვალეობებში შედის.

BMG-ის ინფორმაციის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს მიერ უკვე შერჩეულია რამდენიმე კანდიდატი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაახლოებით სამიდან ოთხ კვირამდე ვადაში გაცხადდება მისი ვინაობა და მოხდება დანიშვნა.

რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს დირექტორს, მის პოსტზე სულ 120 განცხადება შევიდა. 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე - ოლივიერ რუსო. პროცედურების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით. 

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა.

საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, 2020 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 581 მილიონ ლარს შეადგენს.