მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს დირექტორი: ჩვენი ამონაგები ინფლაციას აღემატება

61a4853a69e44
მარიამ ვარადაშვილი
29.11.21 12:25
1750
საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას განცხადებით, საპენსიო დანაზოგების ამონაგები ინფლაციას აჭარბებს.

“რომ შევაფასოთ შექმნის დღიდან დღემდე ჩვენი ინვესტიციის ამონაგები, დაახლოებით, 30%-ია. ამ დროის ინფლაციას რომ შევადაროთ, დაახლოებით, 5-6%-ით მეტია ჩვენ მიერ მიღებული სარგებელი, ვიდრე ამ პერიოდის ჯამური ინფლაცია”, - ამბობს დანელია.

მისივე თქმით, მაღალი ინფლაცია, ზოგადად, ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა შემცირების მოლოდინი აქვთ:

“ზოგადად მაღალი ინფლაცია ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ბუნებრივია, გამოწვევაა დანაზოგებისთვისაც, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს კლებას და როგორც შექმნის დღიდან დღემდე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამონაგები უფრო მეტი იქნება, ვიდრე -ინფლაცია”.

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.8%-მდე გაიზარდა. ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელს საქსტატი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

დღეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა თქვა, რომ კომპანიებს საინვეტიციო შესაძლებლობებზე უნდა ესაუბრონ. "როგორც მოგეხსენებათ,მას შემდეგ, რაც  საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებულ დეპოზიტართან ხელშეკრულება გააფორმა, საშუალება ეძლევა სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით პორტფელის დივერსიფიკაციის. სწორედ ამ შესაძლებლობებზე გვინდა ვესაუბროთ ქართულ კომპანიებს", - აცხადებს დანელია.