19.ოქტომბერი .2019 00:02

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი 1 წლის შემდეგ ფონდში მლრდ ლარზე მეტის მობილიზებას ელოდება

views 491
უკან

საპენსიო სააგენტოს დირექტორი მომავალი წლის პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სქემაში კიდევ უფრო მეტი დასაქმებულის ჩართვას ელოდებიან.

ლევან სურგულაძე ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ საპენსიო სააგენტოს შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

"ეს იქნება საპენსიო სქემაში ჩართული ადამიანების დიდი რაოდენობა, ეს იქნება ფონდის მოცულობა, რომელიც იქნება საკმაოდ მასშტაბური. ჩვენ ველოდებით, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ მილიარდ ლარს უნდა გადავცდეთ და ეს თანხები იქნება ინვესტირებული ყველა საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და წესების დაცვით დივერსიფიცირებულ პორტფელში, რომელსაც ექნება კარგი ეკონომიკური სარგებელი", - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

მისივე პროგნოზით, მომავალ წელს საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულების მინიმუმ 10% ჩაერთვება, მას შემდეგ კი რაც თითოეული მოქალაქე კარგად გაითავისებს საპენსიო რეფორმის სიკეთეებს, ბენეფიციართა ჯამური ოდენობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა