07.დეკემბერი .2019 16:03

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს

views 5560
უკან

BMG-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, მათი თქმით, ლევან სურგულაძე თბილისში არ იმყოფება და ის დამატებით კომენტარს სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. 

ლევან სურგულაძე თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა. ამ დროისთვის უცნობია სურგულაძის გადაწყვეტილების მიზეზი, ასევე უცნობია, ვინ შეცვლის მას საპენსიო ფონდის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე. 

2019 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 455.3 მილიონ ლარს შეადგენს.