მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სესხის პროცენტის საკითხზე შექმნილი სამთავრობო კომისიის შეხვედრა გაიმართება

62060341b3e6d
ინგა მურუსიძე
11.02.22 10:31
676
დღეს საპენსიო სესხის პროცენტის საკითხზე შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნია, რომ სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება და მას დაინტერესებულ მხარეეებთან ერთად, კანონპროექტის ავტორები “სტრატეგია აღმაშენებლიდან” გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძეც დაესწრებიან.

საქმე ის არის, რომ საპენსიო გასაცემლის მიმართულებით სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ეწურება. პენსიის გაცემის შესახებ ახალი ტენდერის ჩატარების საკითხი კი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2021 აპრილში პარლამენტში საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გაიმართა, სადაც დეპუტატების კითხვებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი პასუხობდა.

„ჩვენ უმოკლეს ვადაში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი... საპროცენტო განაკვეთმა კიდევ უნდა დაიწიოს“, - ეს უკვე ირაკლი ღარიბაშვილის 2021 წლის აგვისტოში გაკეთებული განცხადებაა. სწორედ პრემიერის დავალებით, შეიქმნა სპეციალური უწყებათშორისი კომისიაც, რომლის თავმჯდომარე ვიცე-პრემიერი და დღეს უკვე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილია.