17.დეკემბერი .2020 20:29

საპენსიო სქემაში 1 102 695 ადამიანია ჩართული, ფონდის ღირებულება კი 1,1 მლრდ-ს აჭარბებს

საპენსიო სქემაში 1 102 695 ადამიანია ჩართული, ფონდის ღირებულება კი 1,1 მლრდ-ს აჭარბებს
views 472
უკან

დღეისთვის, საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 მონაწილე, ფონდის ღირებულება კი მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს, - ამის შესახებ "საპენსიო სააგენტო" იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 258-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82-მა პირმა.

"საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო ხუთი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში",-აღნიშნავენ "საპენსიო სააგენტოში".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა