მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სქემაში 900 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული

5dc99d8ca3aef
BM.GE
11.11.19 22:38
1002
საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 ადამიანი მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

"აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840 ლარია. შენატანებზე დამატებით დარიცხული სარგებელი კი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამდროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა.