რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გაზრდილი მიგრანტთა ნაკადმა ბინების გაქირავების ბაზარზე დიდი მოთხოვნა გააჩინა. ამან გაზარდა, როგორც ქირის, ასევე საცხოვრებელი ბინების გასაყიდი ფასები. თუმცა გაზრდილი შემოსვლების ფონზე ბინის მფლობელები, დამქირავებელთა მხრიდან ქირის გადაუხდელობისა და მათი კუთვნილი ქონებიდან პირების გასახლების შეუძლებლობის პრობლემის წინაშე დადგნენ. ვინაიდან ქვეყანაში საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წლის 29 დეკემბერს მიღებული პარლამენტის გადაწყვეტილებით აღარ მოქმედებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რედაქტ2-ის კითხვებს საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენის ერთ-ერთმა მომხრემ ბეჟან წაქაძემ უპასუხა. თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ წესის ამოქმედება მხოლოდ ბინების გაქირავების მიმართ უნდა მოხდეს.
ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ გაქირავებული ბინებიდან, შეთანხმების შეუსრულებლობისას გასახლების პრობლემების შესახებ მასთანაც არაერთი ინფორმაცია შევიდა, რის გამოც შესაბამისმა უწყებებმა საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყეს. დეპუტატი არ აზუსტებს რომელი უწყებები აწარმოებენ მოკვლევას.
"ამ მიმართულებით მოკვლევას შესაბამისი უწყებები ახორციელებენ. საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ ინიციატივას, რაც ადამიანებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული, აუცილებლად დაუჭერენ მხარს და მომხრეებიც აუცილებლად ეყოლებათ.
პრობლემა იმ ადამიანებს შეექმნათ, რომლებმაც სახლის გაქირავება ბიზნესად აქციეს, რისთვისაც ისინი წლის განმავლობაში გარკვეულ გადასახადს იხდიან. მე მაქვს ინიციატივა, კანონის იმ მუხლში, რომელიც ადრე მივიღეთ, რადგან იპოთეკარების გასახლება არ მომხდარიყო, ამ კუთხით კანონში ცვლილებები მხოლოდ ბინების გაქირავების ნაწილში უნდა შევიდეს, რომ საპოლიციო გასახლების წესით სარგებლობა მხოლოდ ბინის გამქირავებლებმა შეძლონ“, - განაცხადა წაქაძემ.
მისი შეფასებით, ბინების გამქირავებელთა პრობლემები დროებითია, თუმცა საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს.
„როგორც კი მოკვლევა დასრულდება და შედეგებს გავიგებთ, დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგები ამაში მხარს დამიჭერენ“, - აღნიშნა ბეჟან წაქაძემ.
ცნობისთვის, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს, ამის შესახებ გაერთიანების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი