19.ივლისი .2020 00:03

საპოვნელა - თავის მოვლის ნატურალური საშუალებები, რომელიც საქართველოში მზადდება

views 612
უკან

„საპოვნელა“ მომხმარებლებს ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებს უკვე 2 წელია სთავაზობს. პროდუქცია თბილისს გარეთ, ისეთი ინგრედიენტებისგან მზადდება, როგორიცაა ჭარხალი, თხის რძე, ენდრო, ნახშირი და ა.შ. როგორც მისმა დამფუძნებელმა, რუსუდან კბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, პროდუქციის უმრავლესობა Unisex-ია და როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვისაა დამზადებული.

მისი თქმით, ინგრედიენტების უმრავლესობა ადგილობრივი წარმოშობისაა, თუმცა რამდენიმე მათგანი საქართველოში ფიზიკურად არ იზრდება და მათი ჩამოტანა აფრიკის კონტინენტიდანაც კი უწევთ.

შეკვეთების ძირითადი დატვირთვა ინტერნეტზე მოდის, თუმცა კომპანიას უკვე საკუთარი მაღაზიაც აქვს. რუსუდან კბილაშვილის თქმით, პანდემიის პირობებში ონლაინ გაყიდვები მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. კომპანიაში დღეს 10-მდე ადამიანია დასაქმებული, ჯერჯერობით ექსპორტზე გასვლას არ აპირებენ და სურთ ადგილობრივ ბაზარზე მიაღწიონ წარმატებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა