მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საზ. მაუწყებლის ბორდის არჩევის წესში ცვლილებას მხარი დაუჭირა

647453bb15691
BM.GE
29.05.23 11:28
474
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 -დან 11-მდე გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილება შედის.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილებით სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა აქვთ, ემატება კომუნიკაციების ეროვნული კომისია. რაც შეეხება კანდიდატების არჩევის წესს, ამასთან დაკავშირებით პროცედურები არ იცვლება.

მისივე თქმით, ცვლილების მიზანია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები მოწესრიგდეს და გაძლიერდეს.

"ოცნებას" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების რაოდენობის გაზრდა სურს

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც“.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.