მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება შეუძლებელია“ - გვენეტაძე

5f8999780870e
ინგა მურუსიძე
16.10.20 15:30
1145
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება კრიტიკას, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში იგივე უნდა იყოს, რაც ევროპაშია და ისინი ძალიან მოკლე ვადაში უნდა შემცირდეს.

კობა გვენეტაძე კრიტიკოსებისთვის განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, როგორებიცაა, რეგიონის რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დაბალი და სტაბილური ინფლაცია და სხვა.
 
„საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება ევროპული საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია და უხეში და ყოვლად დაუშვებელი ჩარევის გარეშე, გამორიცხული. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთები რეგიონში ყველაზე დაბალია. ამავე დროს, გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, მათ შემცირების ტენდენცია აქვთ და ეს პროცესი გაგრძელდება. ამავე დროს, საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაზე მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთიც ახდენს გავლენას, რასაც ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზის გათვალისწინებით განსაზღვრავს. ეს საკითხი რომ შევაჯამო, „ხმები საქართველოში საპროცენტო განაკვეთის ევროპულ საპროცენტო განაკვეთებთან სასწრაფო და უპირობო გათანაბრებასთან დაკავშირებით მეტისმეტად გაზვიადებულია“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.