მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქალაქო სასამართლო-მიკროსაფინანსოებს: იმედია, გამოიჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას

5e6f89cd1f988
თელარა გელანტია
16.03.20 18:12
1418
თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არაერთგზის გაჟღერებული თხოვნისა და მოწოდებისა, რომ მოქალაქეებმა და მათმა წარმომადგენლებმა შეამცირონ და შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაზარდეს სასამართლოსადმი მომართვიანობა.

მას შემდგომ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს, ვიდრე - ჩვეულებისამებრ.

თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით - ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, იდება/გადავადდება სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვები.

იმედს ვიტოვებთ, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ.

აქვე გაცნობებთ, რომ სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტი”, - ნათქვამია განცხადებაში.