მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა - რა მარშრუტებზე მოიმატა ფასმა?

6239dff5eb055
ანუკა ჯოხაძე
23.03.22 09:40
2524
საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო მგზავრობაზე დაწესებული ტარიფები დაკორექტირდა.

დიდუბის ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე მგზავრების გადამყვანებმა ფასები 10-12%-ით გაზარდეს.

დიდუბის ავტოსადგურში აცხადებენ, რომ არსებული ტარიფები თვის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საწვავის ფასი ზრდას კიდევ გააგძელებს, მგზავრთგადამყვანებს ტარიფების გადახედვა კიდევ მოუწევთ.

“ბოლო პერიოდში საწვავის ფასების კატასტროფულად მატებამ გამოიწვია ის, რომ ზოგიერთი მიმართულების მძღოლებმა მოგვმართეს ფასების გადახედვის მიზნით. იცით, რომ დიდუბის ავტოსადგური ემსახურება მგზავრთგადამყვანებს. მანქანები მათ ეკუთვნით და მათ გადაჰყავთ მგზავრები. მოთხოვნა გაზიარებული იყო ჩვენი მხრიდან. ეს მიმართულებებია: ბათუმი, ზესტაფონი, წყალტუბო, ქუთაისი, ამ შემთხვევაში ფასები გაიზარდა 10-12%-ით. ახლომდებარე მარშუტებზე ფასები არ შეცვლილა”- აცხადებს დიდუბის ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე.