მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება - ვიცე-პრემიერი

601bb2e8ea73d
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 12:39
1026
საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი დააკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში 1-ლი თებერვლის შემდეგ შემსუბუქებული შეზღუდვების შედეგად იქნება და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედების შესახებ.

„ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე, მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება. ერთ კვირაში შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას 1-ლი თებერვლიდან შემსუბუქებული შეზღუდვების შემდეგ, როგორი იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ვითარება იქნება სტაბილური ან გაუმჯობესებული, შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად და თამამად იქნება გადადგმული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით გაიხსნა სავაჭრო მოლები, აჭარაში რესტორნების ღია სივრცეები; ასევე დღეს მთავრობამ სხვადასხვა მიმართულებებით შეზღუდვების შერბილების გადაწყვეტილება მიიღო.