გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8%-ზე დაფიქსირდა. საქსტატის მიხედვით, ყველაზე მკვეთრი ფასების ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება. ივნისში არსებული 12.8%-იანი ინფლაცია მაისში არსებულ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ინფლაცია დღეს მსოფლიოსთვის ნომერ პირველი პრობლემაა, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნება კუნძული, რომ ინფლაციური წნეხი მხოლოდ მას არ შეეხოს.
მინისტრის თქმითვე, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, გლობალურად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე არსებული მაღალი ფასია, რაც არაპირდაპირ სხვა პროდუქტების ღირებულებაზეც ახდენს გავლენას.
„საქართველო ვერ იქნება ამ ნაწილში გამონაკლისი და რაღაც კუნძული, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი, როცა დანარჩენ მსოფლიოში ინფლაცია ნომერ პირველი პრობლემაა. ვხედავთ, რომ ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, აშშ-ში, დანარჩენ მსოფლიოში არის ისტორიულ მაქსიმუმზე, 30-40-50 წლის მაქსიმუმზე, რაც კი ჰქონიათ ამ ქვეყნებს წლიური ინფლაცია. შესაბამისად, გადმოცემის ეფექტი, ბუნებრივია, აქ არსებობს.
ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ინფლაციაში არის საწვავი, ზოგადად, ნავთობპროდუქტები, რადგან საერთაშორისო ფასები გაზრდილია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რაც არაპირდაპირ ასახვას ჰპოვებს სხვა პროდუქტებთან მიმართებით. მეორე ჯგუფი, რაზეც ფასი არის გაზრდილი, ესაა სურსათის პროდუქტი, რომელთან მიმართებითაც ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება ყველა ქვეყანაში. ამას გარკვეულწილად აბალანსებს ადგილობრივი პროდუქცია, თუმცა ინფლაციის გადმოდინება ბუნებრივია მოხდება იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრი არ ელოდება, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 3%-იან ნიშნულს 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება, როგორც ამას ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს.
„ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინი არ შეიქმნას. ამ მიმართულებით ნამდვილად არის გადადგმული ნაბიჯები, შესაბამისად, მოლოდინი არის ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს შემცირებას, როგორც უკვე პროგნოზირებული იყო და მომდევნო წლის მეორე ნახევარში ის დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც არის განსაზღვრული ეროვნული ბანკის მხრიდან.
მეორე მხრივ, ის გამოწვევები, რაც არის რეგიონში და მსოფლიოში არსებობს, არანაირ გარანტიას არ გვაძლევს იმისას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მეორე ნახევრისთვის ნამდვილად მიზნობრივ მაჩვენებლამდე იქნება. ეს დაშვება არის იმ პირობით, თუ დღეს არსებული რეალობა შენარჩუნდება. თუ კიდევ რამე შეიცვლება გეოპოლიტიკური, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით, ბუნებრივია, გარკვეულ ასახვას ეს ჰპოვებს ინფლაციის მაჩვენებელზე. მეორე მხრივ ეროვნულ ბანკს აქვს სრულად ის ინსტრუმენტები, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფლაციის მოთოკვა იმდაგვარად, რომ ეს არ გადაიზარდოს გრძელვადიან მოლოდინებში და ინფლაცია დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის ფორმირებაზე მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნავთობპროდუქტებზე არსებული მაღალი ფასია, მედიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლაშა ხუციშვილს ჰკითხა, ხომ არ აპირებს მთავრობა საწვავზე არსებულ აქციზს გადახედოს, რაზეც ლაშა ხუციშვილი ასე პასუხობს:
„ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არის საწვავი, მაგრამ არა - ერთადერთი. რაზეც საუბრობთ <აქციზის შემცირება>, ესაა ერთჯერადი ფაქტორი, რაც ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო