ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც სისხლის ხარისხის და უსაფრთხოების არსებული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.
კანონპროექტის წარდგენისას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს მიზნად.
„მოქმედი კანონი 1995 წელს არის მიღებული და ბევრ ნაწილში არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს; შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის უკვე მოძველებული. ახალი კანონპროექტი კი ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში უყრის თავს ყველა პრინციპს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კანონმდებლობა ამ სფეროში შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან, რომლებთან ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს; ასევე უზრუნველვყოთ საქართველოს მოსახლეობის საჭიროებები უსაფრთხო სისხლთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კანონპროექტი, რომელიც 7 თავისა და 46 მუხლისგან შედგება, არეგულირებს სისხლის, მისი კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და სხვა შესაბამის ღონისძიებებს, ასევე სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. თამარ გაბუნიას განცხადებით, პროექტში აქცენტი კეთდება როგორც დონორის, ისე მიმღების უფლებებზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ასევე ჰემოზედამხედველობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გარკვეულწილად ახალი მექანიზმია და რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისხლის პროდუქტებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების და გვერდითი რეაქციების აღრიცხვა-მონიტორინგი და ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკების მონიტორინგი.
კანონპროექტით შეიქმნება სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების სისტემა, განისაზღვრება ლიცენზიის გამცემი ორგანო და ლიცენზიის გაცემის წესი, დადგინდება კომპეტენტური ორგანოს მიერ სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები.
თამარ გაბუნიას განცხადებით, რეფორმა კომპლექსურია და ეტაპობრივად განხორციელდება, 2025 წლის 1 ივლისიდან კი ქვეყანა სრულად გადავა უანგარო დონორობის პრინციპზე, შესაბამისად, სისხლის დონორობა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში, საქართველოშიც ნებაყოფლობითობის, უანგარობის და ანონიმურობის პრინციპებს დაეფუძნება. ახალი კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები ასევე შევა მოქმედ 12 კანონსა და კოდექსში.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო