მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო 3.5 მილიარდით "გამდიდრდა"- მიზეზი ახალი მეთოდოლოგიაა

5dce67da5c630
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.19 13:00
4372
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნული ანგარიშების დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე - SNA 2008-ზე გადავიდა. აქამდე საქსტატი მშპ-ის ზომას SNA 1993-ის მეთოდლოგიით ითვლიდა. ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის შედეგად, შეიცვალა ის წესები, რომლითაც საქსტატი ცალკეულ ეკონომიკურ ოპერაციებს აღრიცხავს, ამის შედეგად კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა გაიზარდა. 

განახლებული შეფასების შედეგად, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკის ზომა 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც აქამდე არსებულ 41.1 მილიარდთან შედარებით, 8.5%-ით მეტია. 

"ეას-ის ძველსა (SNA 1993) და ახალ მეთოდოლოგიას (SNA 2008) შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

2018 წლის განახლებული შეფასების გამოქვეყნებასთან ერთად, საქსტატმა წინა წლების მწკრივებიც გადაიანგარიშა. რის შედეგადაც ირკვევა, რომ 2018 წელს მშპ-ის ზრდის ტემპი არა 4.7%, არამედ 4.8% იყო. 




ცალკეული სექტორების მიხედვით, გადაანგარიშებული რიცხვები ასეთია: