მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო არადსროს განიხილავდა და არც განიხილავს ჩეჩნეთთან გზის მშენებლობას - განცხადება

6233156724824
BM.GE
17.03.22 15:09
1105
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის ახალი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს არ განიხილებოდა. როგორც ირკვევა, ჩეჩნეთში საქართველოს მიმართულებით ახალი გზის გაყვანის სურვილი თავად რუსეთს აქვს და ეს საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოზეც განიხილეს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.

გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი.

საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ, ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც,” - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის მიერ ჩეჩნეთში ახალი გზის მშენებლობის შესახებ ჰკითხეს კელი დეგნანს, რომელმაც განაცხადა, რომ იქამდე, სანამ რუსეთი საქართველოსთან მიმართებით მსგავს პროექტზე დაიწყებს საუბარს, მან ჯერ 2008 წელს აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს და საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს.

“როგორც ვიცი, ეს არის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს განიხილებოდა, 1970-იან და 80-იან წლებში. ნებისმიერ შემთხვევაში, იქამდე სანამ რუსეთი გზებზე, ინფრასტრუქტურაზე ან მსგავს დაპირებებზე დაიწყებს საუბარს მათ უნდა შეასრულონ 2008 წელს აღებული ვალდებულებები და გაიყვანონ საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. თუ გსურთ განსაზღვროთ რუსეთის გულწრფელობა მათ მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებასთან მიმართებით, პირველ რიგში, შეხედეთ რას აკეთებენ ისინი მათ მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამ ვალდებულებებს საერთოდ არ ასრულებენ,” - აცხადებს კელი დეგნანი.