მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო აშშ-ისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის ახალ პარტიას შეიძენს

5e5a769d000e6
შოთა ტყეშელაშვილი
29.02.20 18:09
6550
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლისთვის სამინისტროსა და სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მწარმოებლებთან გაფორმებული კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია Raytheon/Lockheed Martin Javelin JV-იმ სამინისტროსგან მიიღო $18,431,215-ის ღირებულების დაკვეთა (კონტრაქტი W31P4Q-19-C-0059) აწარმოოს ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინი. 

"კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები არიზონას შტატში, ქალაქ ტუსონში, 2020 წლის 25 ივნისამდე შესრულდება. იარაღი განკუთვნილია, როგორც აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის, ასევე ექსპორტისთვის შემდეგ ქვეყნებში - ავსტრალია, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, ინდონეზია, ირლანდია, იორდანეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ომანი, კატარი, თურქეთი, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საემიროები,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა. 

თავდაცვის სამინისტრომ FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობასა და 410 რაკეტაში $75 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

ჯაველინს Raytheon & Lockheed Martin 1996 წლიდან აწარმოებენ. დღეის მდგომარეობით 40 000 გამშვები მოწყობილობაა დამზადებული. ჯაველინის გამშვები სისტემის წონა 23 კილოგრამია, რაკეტის წონა კი 8.4 კილოგრამს შეადგენს. ელექტრონული საძიებო სისტემით აღჭურვილი რაკეტის სროლის მანძილი 4.75 კილომეტრია.