საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით სამმხრივი კომიტეტის შეიქმნება, - შესაბამის ოქმს მოეწერა ხელი ქალაქ იზმირში, სადაც საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სამმხრივ ფორმატში, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონაღსრულებას, ასევე, საბაჟო გამშვები პუნქტების გამარტივებულ კონტროლის პროცედურებს, ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის სისტემებს (e-TIR) და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება.
ლევან კაკავას თქმით, ერთობლივი, სამმხრივი საბაჟო კომიტეტი ერთგვარი ქმედითი პლატფორმა იქნება 3 ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში ოპერატიული ურთიერთქმედებისა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების მაღალ დონეზე კოორდინაციისთვის.
"ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს მხრიდან ჩემი ხელმოწერით დადასტურებული იქნება საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი ფორმატი. ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ ერთობლივად ვქმნით საბაჟო ადმინისტრაციებს შორის წარმატებული თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ოქმი უპრეცედენტოა, ვინაიდან ის უზრუნველყოფს სამ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის უახლესი პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, კანონიერი ეკონომიკური ვაჭრობის განვითარებას და სატრანზიტო დერეფნის პოტენციალისთვის ახალი ინსტრუმენტების შექმნას.
ქალაქ იზმირში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამსონ ურიდია და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ