მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ტურები - ორ ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის ახალი პროგრამა

62015a940f23a
მარიამ ადამია
07.02.22 23:10
809

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში, ორ ქვეყანას შორის შორ მანძილზე მოგზაურთათვის კომბინირებული ტურების, ერთობლივი პროდუქტებისა და გეგმების განხილვა მოეწყო. ახლახან დაწყებული პროექტის „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობის პროექტის“ ფარგლებში, მოგზაურები სამიზნე ქვეყნებიდან, მათ შორის  ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, მალაიზიის, აშშ-დან, კანადიდან და ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანში, სპეციალური კომბინირებული ტურების მეშვეობით იმოგზაურებენ.  

“აზერბაიჯანი წაროადგენს ჩვენთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს და გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა, ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ახალი წამოწყებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მოხდეს მეტად წახალისება ქვეყნების და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ორივე ქვეყანაში,” - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ყორიაულმა. 

ღონისძიების პარალელურად კომბინირებული ტურების სიცოცხლისუნარიან გამოცდილებად ჩამოყალიბებისა და განვითარების პოტენციალის განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველს, კანან გულუზადეს შეხვდა. 

“ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე წელს, კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ტურიზმისა და ავიაციის სექტორზე აისახება . შეხვედრის მთავარი მიზანი ეხებოდა იმასაც რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლოთ და ჩვენს რეგიონში მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული სამიზნე ქვეყნებიდან შეძლებს მოგზაურობას და რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეული ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას,” - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.