„საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში აუთვისებელი პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ჩეხეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბიზნესფორუმში 200-მდე ქართული და ჩეხური კომპანია მონაწილეობს. მათ შორისაა 20-ზე მეტი ბიზნესმენი ჩეხეთიდან, რომლებიც წარმოადგენენ მშენებლობისა და დეველოპმენტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიების, სივრცითი დაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემებისა და სხვა სექტორებს.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით ისაუბრა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალ სახელმწიფო პროგრამაზე - FDI Grant, რომელიც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს შეღავათებს სთავაზობს. მისი თქმით, პრიორიტეტულ სექტორებში განხორცილებული მნიშვნელოვანი ინვესტიციის შემთხვევაში (10 მლნ. ლარი და მეტი), კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა 300 000 აშშ დოლარზე მეტი თანხა დაიბრუნონ უკან ე.წ. „ქეშბექის“ პრინციპით.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ქვეყნებს შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე, რომელიც, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 31%-ით გაიზარდა და 109,5 მლნ ლარი შეადგინა. მისი თქმით, ჯერ კიდევ დიდია აუთვისებელი პოტენციალი, რომლის ათვისებაც შეიძლება ეფექტურად მოხდეს ორივე მხრიდან.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს ევროპულ ბაზარზე შესვლის მიზნით სხვადასხვა მექანიზმით უწყობს ხელს, მათ შორის, ერთ-ერთ ხელსაყრელ პლატფორმას წარმოადგენს tradewithgeorgia.com, რომელიც ერთგვარი საექსპორტო კატალოგია ონლაინ ფორმატში და შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს ქართული პროდუქციით დაინტერესებული ჩეხური კომპანიებისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ