მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო Covax-პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის მოთხოვნაზე განაცხადს 18 იანვარს გააკეთებს

5ffd8359a84e5
ინგა მურუსიძე
12.01.21 15:19
702

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, საქართველო, ვაქცინის მოთხოვნასთან დაკავშირებით, COVAX-პლატფორმაში განაცხადს, სხვა ქვეყნებთან ერთად, 18 იანვარს წარადგენს.

მისივე თქმით, 19-28 იანვარს ჯანმო განიხილავს განცხადებებს, ქვეყნების მიერ წარდგენილი ვაქცინაციის გეგმების საფუძველზე და თვის ბოლოს უკვე განაწილების პირველი ეტაპის შესახებ გახდება ცნობილი.

„იმედია, ჩვენი ქვეყანა ვაქცინის განაწილების რიგში საკმაოდ წინა პოზიციაზე იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მუშაობა მიდის სხვადასხვა ვაქცინის შემოტანაზე, მაგრამ მთავარი პირობაა, რომ ვაქცინა ჯანმოს მიერ იყოს პრეკვალიფიცირებული. 

ცნობისთვის: Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებით დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი სახელმწიფო იქნება - შესაბამის ცვლილებებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი საკნონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის ავტორებიც დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო არიან. ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.