21.ოქტომბერი .2021 18:30

საქართველო და მეზობელი ქვეყნები - სად, რამდენი ადამიანი აიცრა?

საქართველო და  მეზობელი ქვეყნები - სად, რამდენი ადამიანი აიცრა?
views 671
უკან

ბოლო კვირებია საქართველოში ვაქცინაციის ტემპმა მკვეთრად იკლო, აცრების მაჩვენებელი საშუალოდ 5 ათასია, როცა აგვისტოსა და სექტემბერში ყოველდღიურად 20-დან 25-ათასამდე აცრა ტარდებოდა. 

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრების შემცირების ფონზე, BMG დაინტერესდა,  რა ვითარებაა ვაქცინაციის კუთხით მეზობელ ქვეყნებში. 

Worldindata-ს მონაცემებით, ყველაზე კარგი მაჩვენებლით მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი გამოირჩევა, სადაც 20 ოქტომბრის მონაცემებით 47.7 მილიონი ადამიანია სრულად აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის 56%-ს აღემატება. 

რაც შეეხება სომხეთს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით აქ მოსახლეობის მხოლოდ 5.73%-ია ორი ორივე დოზით აცრილი. რაც რაოდენობრივად მხოლოდ 170 212 ადამიანია. ვცადეთ უფრო ახალი მონაცემის მოძიებაც და აცრების შესახებ ბოლო ინფორმაცია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე 18 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული, რომლის თანახმადაც ორი დოზით 184 954 ადამიანია აცრილი. 

აზერბაიჯანში 20 ოქტომბრის მონაცემებით სრულად აცრილია მოსახლეობით თითქმის 42%, რაც 4 მლნ ადამიანს აჭარბებს. 20 ოქტომბრის მდგომარეობით, 47.7 მლნ ადამიანია აცრილი რუსეთში, რაც მთლიანი მოსახლეობის 32.5%-ია. 

რაც შეხება საქართველოს ამ ეტაპისთვის საქართველოში ორივე დოზით აცრილია 914 311 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32%-ია, თუმცა Worldindata-ს მონაცემებით, სადაც თანაფარდობა მთლიან მოსახლეობასთანაა, 19 ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანას მოსახლეობის თითქმის 23% ჰყავდა აცრილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა