მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო ეკონომიკური სტატუსით ახალ ეტაპზე გადავიდა“ - გაბუნია GAVI-ს წევრობაზე

603cc54d34e6e
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.21 22:20
897
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ალიანსის GAVI-ს წევრობა არა ქვეყნების სურვილზე, არამედ მათ ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც GAVI-ს ქვეყნების სიაში საქართველოს არყოფნას ეხებოდა.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ საქართველოს თავად შეუძლია ვაქცინის შეძენა, ხოლო ვაქცინაციის ალიანსის პლატფორმით კი ეკონომიკურად დაბალი განვითარების ქვეყნები სარგებლობენ.

„ჩვენ აღარ ვართ GAVI-ს მონაწილე ქვეყანა, იმიტომ რომ საქართველო მისი ეკონომიკური სტატუსით ახალ ეტაპზე გადავიდა და აღარ არის დაბალშემოსავლიანი ქვეყანა. ამრიგად, აქ ჩვენს სურვილსა და მოთხოვნაზე საუბარი არ არის და ის განისაზღვრება ობიექტური ეკონომიკური პარამეტრებით, რომელ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს ესა თუ ის ქვეყანა. ის ქვეყნები, რომლებიც ჯერაც მიეკუთვნებიან დაბალი შემოსავლის ქვეყნებს, და ამის მსოფლიო ბანკის კატეგორიები არსებობს, მოხვდნენ პრიორიტეტულ ჯგუფში, მაშინ როდესაც საქართველო აღარ არის GAVI-ს ქვეყანა და თავად აფინანსებს ვაქცინებს. ეს ქვეყნისთვის მიღწევაა და ეკონომიკური განვითარების დონეც მიღწევაა და ამის მიხედვით მოხდა იმ ქვეყნების კატეგორიაზაცია.
თუმცა საქართველო მოხვდა 18 ქვეყანას შორის, რომელსაც COVAX-ისგან პირველ კვარტალში უნდა მიეღო Pfizer-ის და "ასტრაზენეკას" ვაქცინები და მზაობის შეფასება იყოს ძალიან კომპლექსური“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.