მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ენგურის რეაბილიტაციისთვის 28 მლნ ევროს სესხის აღებას გეგმავს

5d9b2fc4a03f6
შოთა ტყეშელაშვილი
07.10.19 23:00
2057
EBRD-ი საქართველოს ენერგოდეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარება. "პროექტი ითვალისწინებს ენგური ჰიდროს რეაბილიტაციას, რომლის მიზანია, ქვეყანაში არადამაბინძურებელი განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ენგურის ელექტროსადგურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გაუმჯობესება", - ნათქვამია EBRD-ის დოკუმენტში. 

EBRD-ის ინფორმაციით, პროექტის შედეგად გაიზრდება ელექტროენერგიის ჯამური წარმოება, გაუმჯობესდება კლიმატის მიმართ მდგრადობა და შემცირდება CO2-ის ემისია. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტროსისტემაში დეფიციტის დაბალანსებას. 

რეაბილიტაცია ითვალისწინებს ენგურის წყალსაცავის, ვარდნილის II-ის საყრდენი კარიბჭეების მოდერნიზებას. უშუალოდ აღნიშნული პროექტისთვის გათავლისწინებულია 28 მილიონი ევრო.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური კავკასიაში ყველაზე დიდია. სადგურის შემადგენლობაში შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 მეგავატი (5 აგრეგატი, თითოეული 260 მეგავატის სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 მეგავატი) და სამი 40-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესი.

ენგურის კაშხალში არსებული წყლის მოცულობა სრული დატბორვისას 1 კუბური კილომეტრი ანუ 1 მილიარდი ტონაა. წყალსაცავის სიგრძე 30 კილომეტრია. კაშხლის სიმაღლე 271 მეტრს, სიგრძე კი, 728 მეტრს შეადგენს.