13.ოქტომბერი .2021 19:36

საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით მსოფლიოში 106-ე ადგილზეა, ერაყსა და მოლდოვას შორის

საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით მსოფლიოში 106-ე ადგილზეა, ერაყსა და მოლდოვას შორის
views 1199
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე წინა წელთან შედარებით 533 დოლარით გაიზრდება და 4,807 დოლარს მიაღწევს. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზეა და ერაყსა და მოლდოვას შორისაა. ამასთან, IMF-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კიდევ 489 დოლარით გაიზრდება და ის 5,297 დოლარს მიაღწევს.

2019 წელს, პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4,693 დოლარს შეადგენდა, თუმცა 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგად ის 418 დოლარით შემცირდა და 4,275 გახდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა